კვირისთავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვირისთავი – თუთისტარის ბოლოზე წამოსაცმელი მრგვალი, კონუსური ფორმის ხის პატარა რგოლი, რომელიც დართული ძაფის ფუძესაც წარმოადგენდა. რთვისას იგი ფუძედ ძაფს ეკვროდა და იმავდროულად თითისტარის ბრუნვას აადვილებდა და ახანგრძლივებდა, ე. ი. კვირითავი იყო თითისტარის ბოლოზე თითისტარის ბრუნვის გასაადვილებლად დამაგრებული კონუსისებური მრგვალი ხის რგოლი. კვირისთავი შუაზე გახვრეტილი და ხერტალზე მჭიდროდ მორგებული იყო. იგი თითისტარს სიმძიმეს ანიჭებდა, რითაც მის ბრუნვას სწორედ ამის გამო აადვილებდა და ახანგრძლივებდა. გარდა ამისა იგი მატყლის თითისტარზე მოხვევასაც უწყობდა ხელს. კვირისთავი სამკურნალო წეს-ჩვეულებებშიც გამოიყენებოდა.
ლიტერატურა
ნოღაიდელი, 2017; ნიჟარაძე, 1971:225.