კვიტაიშვილი ემზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვიტაიშვილი ემზარ — (1936), ქართველი პოეტი, მწერალი, ესეისტი. დაიბადა თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1957 წელს „ცისკარსა” და „პირველ სხივში”. 1963 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი კრებული - „გზაში ნათქვამი სიმღერა”. 1963 წლიდან ჟურნალ „ცისკარის” ლიტერატურულ მუშაკი იყო, ხოლო შემდეგ — შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი. მისი კრებული „სიზმარი ვნახე” 1975 წელს გამოიცა, 1989 წელს _ კრებული „ახალი წელი ტყეში”, ხოლო კრებული „ნაშუადღევი” - 1999 წელს.
- შენკენ მოვილტვოდი
- (მთიელთა სიყვარული)
- შენკენ მოვილტვოდი
- ბედი ჰქონია, გარგუნეს ვისაც...
- ნეტავი თავი არ დამეზოგა −
- ჯიუტი, შლეგი და ავი ზნისა,
- შემოვხიზნოდი იმ შენს ეზო-კარს.
- ზედიზედ, ვისგან გეყოლა ძენი,
- მეძუძურს, ღვარად დაგდინდა ხსენი...
- მეც მოვზიდავდი ფეხკავშას ლაგამს,
- ნეტა ცხვარ-ძროხა მემწყემსა შენი.
- დამამწუხრებდა უფრო სხვა რაღა...
- ვის დარჩა ძველი ეზო და კალო?!.
- ვაითუ დაჭკნი, ის აღარა ხარ,
- თინიბეგაის თვალჭრელო ქალო!..