კვიციანი ეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკა კვიციანი

კვიციანი ეკა − (1974), დაიბადა სოფელ ბეჩოში (მესტია); 1997 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, ჟურნალისტად, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების რესურს-ცენტრის ინსტრუქტორად.


* * *
საით წამსვლელი სად მივდივარ, სად მივიჩქარი,
თვალებში ნისლი გამიბლანტდა, სულში ნაღველი,
არცერთი სიტყვა, რის ხმაური, ანდა რის ჩქამი,
დუმილის ხმა აქვს ყველა ბგერას, ჩემგან აღვლენილს.
ბეჭებზე მადევს ფერმიმცხრალი მთვარის სიგრილელოკოკინების
წებოვნება და ჟრუანტელი...
რწმენა, რისთვისაც ვიმარხულე, დღემდე ვიბზნილე,
სულში სისველედ ჩამომადნა, როგორც ფანტელი...
დავკარგე გეზი, სად ბნელია, საით ნათელი,
ხელისცეცებით სიარულს კი როდემდე შევძლებ,
დღე, გამომთვრალი, მერამდენედ ღამენათევი,
დღე, მხოლოდ ფუჭი ფიქრების და ტკივილის შემძლე
გულგრილად მიდის, რას დაეძებს ტალახს და წვირეს,
არაფრად აგდებს მომაკვდავი ფოთლების წუხილს,
გზა ტაძრისაკენ, ოდესღაც რომ გულიდან ვწირე,
დამეკარგა და ახლა სულში ქვითინებს მწუხრი...
ცის თაღზე სანამ მზედ ეკიდნენ შენი თვალები,
რას დამაფრთხობდა ქარის სტვენა ანდა სიბნელე,
ახლა ლოდინით გაბეზრებულ-შემომწყრალები
აღარ მწყალობენ, მემდურიან და გზებს მიბნევენ...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები