კიათოსი − (ძვ.ბერძ. κύαθος), ღვინის ამოსაღებად განკუთვნილი ჩამჩისებური ჭურჭელი. თიხის კიათოსი საკმაოდ მოუხერხებელი იყო ღვინის ამოსაღებად, ამიტომ ამ მიზნით ძველი ბერძნები უფრო ხშირად ხმარობდნენ ვერცხლის ან ბრინჯაოს კოვზს, რომლის გრძელი ტარი გედის თავის გამოსახულებით იყო დამშვენებული.
წყარო
ანტიკური არქეოლოგია