პიეტრო კიარი − (იტალ. Pietro Chiari, 1711-1785), იტალიელი მწერალი, დრამატურგი. გოლდონის მეტოქე. მოახდიანა გოლდონის პიესების პაროდირება. წერდა კომედიებს ეგზოტიკურ და ისტორიულ სიუჟეტებზე: „ჩინელი მონა“, „ჩინელი დები“, „პლავტი“, „დიოგენი“, „ტროიანული ტეტრალოგია“ (და სხვ.)
წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი