კითარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კითარა − ძველი ბერძნული ოთხსიამიანი საკრავი, ქნარის ნაირსახეობა. კითრას ჰქონდა ბრტყელი ხის კორპუსი, რომლის 2 საყრდენი ზევით შეერთებული იყო ხის ძელით. ძვ, წ. VII ს. I ნახევარში კითრის სიმების რაოდენობა გაიზარდა 7-მდე, შემდეგ თანდათანობით მიაღწია 18-ს. კითარისტი მომღერლები კითრაზე უკრავდნენ და მღეროდნენ. იხმარებოდა აგრეთვე როგორც სოლო საკრავი.