კითხვით-ძახილის ნიშანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კითხვით-ძახილის ნიშანი (?!) – ორი სასვენი ნიშნის – კითხვისა და ძახილის ნიშანთა კომბინაცია. იხმარება ძირითადად რიტორიკული კითხვის შემცველი, ე. წ. კითხვით-ძახილის წინადადების შემდეგ. მაგ: „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!“ (შოთა რუსთაველი); „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?' (ა. წერეთელი) „კაცია ადამიანი?! (ილია ჭავჭავაძე); „როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“ (ილია ჭავჭავაძე).
შ. აფრიდონიძე