კილასონია ნაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაზი კილასონია

კილასონია ნაზი (1926 - 1993), ქართველი მწერალი და პოეტი, დაიბადა სოფელ აბისში (ქარელი). 1954 წელს დაამთავრა თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1955-1959 წლებში მუშაობდა ჟურნალ „პიონერში” ლიტ. მუშაკად, 1959 წლიდან კი — ჟურნალ „საქართველოს ქალის” რედაქციის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1952 წელს ალმანახ „პირველ სხივსა” და გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში”, ხოლო პირველი წიგნი − „ლექსები” — დაიბეჭდა 1954 წელს. მისი კრებული „გზაფერადი” 1972 წელს გამოიცა, ხოლო „დიდება შენდა” – 1987 წელს.


* * *
მინდა ეს ლექსი შენც მოგხვდეს გულთან,
მინდა მეც მქონდეს პწკარი ძლიერი,
საქართველოში რომ ერთად ვსუნთქავთ,
სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი...
მეც ხომ მივლია იმ მთების გაღმა,
მგზავრად მომდევდა ლექსი ხმიერი,
მეც ხომ შემისვამს ლიახვის ტალღა
და სამუდამოდ ვარ ბედნიერი.
მეც მინატრია ია მუხლამდის,
რომ გაზაფხულის მწვავდა იერი,
მიყვარდა... მაგრამ, რომ არ ვუყვარდი,
იქნებ ამიტომ ვარ ბედნიერი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები