კილაძე ვალერიან
ვალერიან კილაძე – (1913-1980), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. (1967). პროფესორი (1969), დაიბადა სოფელ სინაურში (ახლანდელი ოზურგეთის რაიონი) 1928-1931 წლებში სწავლობდა პედაგოგიურ ტექნიკუმში, ხოლო 1931 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 1935-1938 წლებში - ასპირანტურაში ფილოსოფიის სპეციალობით. კითხულობდა ლექციების კურსს ქუთაისისა და სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჯერ ასპირანტების კონსულტანტად, ხოლო შემდეგ - დირექტორის მოადგილედ. 1974 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის პროფესორია, მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანად.
ვ. კილაძე იკვლევდა განმანათლებლების მსოფლმხედველობას, შუა საუკუნეებისა და რუსული ფილოსოფიური აზრის ისტორიას.
თხზულებები
- „გ-ვ. პლეხანოვის ფილოსოფიური შეხედულებანი“ (თბილისი, 1973).