კილისებრი თაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კილისებრი თაღი − თაღი, რომლის მოხაზულობა ამობრუნებულ კილიან გემს ან ნავს წააგავს. მას შემდეგ, რაც ევროპაში გამოჩნდა ნახევარწრიული თაღები, ყველაზე მოთხოვნადი გახდა კილისებრი (გოტიკური) თაღი, რომლებიც წარმოადგენდა გოტიკური თაღის სტილისტურად განვითარებულ ელეგანტურ კონსტრუქციას. მას ძირითადად იყენებდნენ საცხოვრებელი სახლების, სასახლეების, ეკლესიების, ტაძრებისა და მისთ. ფასადების გასალამაზებლად.