დუკი კიმ კი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კიმ კი დუკი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიმ კი დუკი

კიმ კი დუკი – (დაიბადა 1960 წელს სოფ. სობიონიში, პროვინცია კიონსან-პუნკტო, სამხრეთი კორეა) – სახელგანთქმული სამხრეთ კორეელი კინორეჟისორი, ვენეციის კინოფესტივალის „წმინდა მარკოზის ოქროს ლომის“ მფლობელი.

1990-1992 წლებში სწავლობდა ნატიფ ხელოვნებას პარიზში. 1993 წელს მიიღო სცენარისტების ინსტიტუტის (Educational Institute of Screenwriting) ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის. რაღაც დროით ევროპაში მოგზაურობდა და როგორც მხატვარი გამოფენებში იღებდა მონაწილეობას. კიდევ ორი სასცენარო ჯილდოს შემდეგ შედგა მისი როგორც კინორეჟისორის დებიუტი ფილმით „ნიანგი“ (1996).

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1996 – „ნიანგი“
  • 1998 – „ველური ცხოველები“
  • 2000 – „მისამართი უცნობია“
  • 2001 – „ცუდი ბიჭი“ (ფუკუოკას (იაპონია) აზიური კინოფესტივალის დიდი პრიზი)
  • 2002 – „სარაპირო დაცვა“ (კარლოვი-ვარის სკფ. ფიპრესის პრიზი; პრიზი Netpac Award)
  • 2003 – „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... და კვლავ გაზაფხული“ (სან-სებასტიანის სკფ. მაყურებლის სიმპათიის პრიზი; ლოკარნოს სკფ. ოთხი ჯილდო; არგენტის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის „ოქროს კონდორი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  • 2004 – „სამარიტელი ქალი“ (ბერლინის სკფ. „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის)
  • 2004 – „ცარიელი სახლი“ (სან-სებასტიანის სკფ. ფიპრესის პრიზი; ვენეციის სკფ. ფიპრესის პრიზი, მცირე ოქროს ლომი, სპეციალური ჯილდო რეჟისორს, კათოლიკური ასოციაციის პრიზი)
  • 2005 – „დაჭიმული ლარი“
  • 2006 – „დრო“
  • 2007 – „ოცნება“
  • 2011 – „არირანი“ (კანის სკფ. განსაკუთრებული ხედვა)
  • 2012 – „პიეტა“ (ვენეციის სკფ. მთავარი პრიზი „ოქროს ლომი“; მცირე „ოქროს ლომი“; „ოქროს თაგვი“; ნაზარენო ტადეის სახელობის ჯილდო)
  • 2013 – „მებიუსი“

და სხვა.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები