კინოგამოსახულების საჰაერო ანუ ტონალური პერსპექტივა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კინოგამოსახულების საჰაერო ანუ ტონალური პერსპექტივა – სივრცე, (ჰაერის ფენა), რომელიც არსებობს ობიექტივსა და საგნებს შორის (სინათლის სხივების ნაწილობრივ შთანთქმისა და გაფანტვის გამო), ასუსტებს მათ კონტრასტს, არბილებს კონტურებს, ფერის სიჭარბეს. შორეული საგნები კარგავენ სიმკვეთრეს. ახლო მდებარე საგნები წარმოისახებიან უფრო მკვეთრად. სივრცის სიღრმის ეფექტი მიიღება საგნების ხილვადობის თანდათან დასუსტების შედეგად. გამოსახულებაში სივრცის გადმოცემის ასეთ სახეს საჰაერო ანუ ტონალური პერსპექტივა ეწოდება.