კინომუსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კინომუსიკა, (კინოფილმის მუსიკა) – ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკა, რომელიც გამოიყენება კინოფილმებში. მუსიკა კინოს გაჩენის დღიდან ახლავს, მექანიკური საშუალებებით (გრამაფონი, ორკესტრიონი) შესრულებული მუსიკა სასიამოვნო ფონს ქმნიდა, ახშობდა საპროექციო აპარატის ხმაურს, ხმოვანი კინოს გაჩენისთანავე სპეციალური აპარატურის წყალობით მუსიკას ფილმის გადაღებისას იწერენ, თანდათანობით მუსიკა რეჟისორული ჩანაფიქრის შემადგენელ ნაწილად იქცა. იგი ორგანულად დაუკავშირდა სიუჟეტს, ხელს უწყობს გმირის მხატვრული სახის გახსნას, მისი სულიერი მდგომარეობის გადმოცემას და ა.შ.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები