კინოფირის დაძველება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კინოფირის დაძველება — ხანგრძლივი შენახვისას კინოფირის ფოტოგრაფიული და მექანიკური თვისებები უარესდება. შენახვისას ფირის შუქმგრძნობიარე ფენის შეცვლა იმით გამოიხატება, რომ თანდათან კლებულობს მისი საერთო და სპექტრალური შუქმგრძნობიარობა, ეცემა კონტრასტულობის კოეფიციენტი, ჭარბობს ვუალი (ბუნდოვნება).