კინწურაშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ კინწურაშვილი

იასამანი — (1885–1955), ნამდვილი სახელი და გვარი — მიხეილ კინწურაშვილი. ფსევდონიმები – იალონი, ჟგიმარიონი. მწერალი, პოეტი, მთარგმნელი.

დაიბადა სოფელ შხეფში (სენაკი). 1912 წელს დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1912-1916 წლებში მასწავლებლობდა შუშის რეალურ სასწავლებელში, 1916-1919 წლებში კი — გორში, ჯერ ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ ქალთა გიმნაზიაში; 1919-1922 წლებში იყო ფოთში ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, შემდეგ ფოთის ტექნიკუმის დირექტორი და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე; 1928-1929 წლებში მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში მთარგმნელად; 1904-1905 წლებში ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას სამეგრელოს სოფლებში; ლექსებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „მწყემსში“, „მოგზაურში“, „ჩვენ ხმაში“, „თეატრსა და ცხოვრებაში“, ასევე სხვადასხვა კრებულებში; 1922 წელს დაიბეჭდა მისი თხზულებების პირველი ტომი; თარგმნიდა უკრაინულ და რუსულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.


პოეტს
თუ სიმებად გაიხადე
დაჩაგრული ხალხის გული
თუ თითებს ზედ ათამაშებ,
წმინდა გრძნობით გამსჭვალული...
თუ რომ კალმით აღარ ხაზავ
შენ ორმაგად ბედის ქაღალდს,
ხალხს თუ ძველსაც შეაყვარებ
და გარდასცემ რასმე ახალს;
თუ ორჭოფად აღარა ჰყეფს
რჩეულთ ხვედრი – შენი ჩანგი,
და ერთს საგანს მსახურებენ
მისი ხმები, მისი ჰანგი;
გაიხარე! შენი არის
ამოდენა ხალხის გული,
წმინდა ნაყოფს გამოიღებს
თესლი, მასში ჩანერგული!.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები