კირის დუღაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კირის დუღაბი − დუღაბი, რომელიც მიიღება კირის ცომის, ქვიშისა და წყლის ნარევისაგან. გამოირჩევა მაღალი პლასტიკურობით, ადვილჩაწყობადობით, დიდი ხანმედეგობითა და საკმარისი ყინვამედეგობით, კარგად ეჭიდება ზედაპირს, აქვს მცირე შეკლება, მაგრამ ნელა მაგრდება. ძირითადად გამოიყენება მცირე დატვირთვის მიწისზედა ნაგებობის კონსტრუქციების წყობისათვის.