კისელი გარგარით და შოკოლადით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კისელი გარგარით და შოკოლადით

200 გრ გარგარი;
300 გრ ნაღები;
200 გრ შოკოლადი;
1.5 ს/კ სახამებელი;
1/2 ჭიქა შაქარი;
6 ჩ/კ შაქრის პუდრა;
დანის წვერის ოდენობით ლიმონმჟავა.

გარგარი გავრეცხოთ, ამოვაცალოთ კურკა, დავასხათ 4 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და ვხარშოთ 5-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გარგარი გავხეხოთ, შევურიოთ თავისსავე ნახარშს, დავუმატოთ შაქარი, ლიმონმჟავა, ვხარშოთ შაქრის გადნობამდე, დავუმატოთ ცოტაოდენ წყალში გახსნილი სახამებელი (თანდათან ვურიოთ), ავადუღოთ და გავაცივოთ. ცალკე შაქრის პუდრასთან ერთად ავთქვიფოთ ნაღები. შოკოლადი (ცოტაოდენი დავიტოვოთ გასაფორმებლად) გავხეხოთ სახეხზე. დიდ მაღალ ჭიქაში ჩავასხათ მომზადებული კისელის ნახევარი, შემდეგ დავასხათ ათქვეფილი ნაღები, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი და ისევ გავიმეოროთ ფენები. მომზადებული დესერტი მოვრთოთ შოკოლადის ნაჭრებით.


წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები