კიწმარიშვილი ეროსი
ეროსი კიწმარიშვილი – Erosi Kitsmarishvili), (დ. 1964 - გ, 2014), ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, დიპლომატი, 2008 წელს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.
დაიბადა 5 აგვისტო, 1964 წელი.
განათლება:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმ-პედიატრის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება:
სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინტერნად, ონის რაიონის სოფლის ამბულატორიის ექიმად, რუსთავის ჯანდაცვის სამსახურის უფროსად;
1993-2004 – დააარსა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის გენერალური დირექტორიც იყო 2004 წლამდე.
2004-2007 – იყო საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაგრამ მალე საგანგებო დავალებათა ელჩად მიავლინეს ნიუ-იორკში, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა. იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი. ფონდ „2002“-ის თავმჯდომარე. მენეჯერი.