კლაინი ივ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივ კლაინი. ნახტომი სიცარიელეში, 1960; ივ კლაინის პერფორმანსი, ჯენთილ-ბერნარდის ქუჩაზე, ფონთინი-ოქს-როზისი, 1960 წლის ოქტომბერი. ფოტოგრაფი ჰარი შანქი.

ივ კლაინიევროპაში, პერფორმანსის ხელოვნება ისეთი მიმდინარეობის აქტივობების ნაწილად გვხვდება, როგორიც ახალი რეალიზმია. ტერმინი შემუშავდა ხელოვნების კრიტიკოსის, პიერ რესთანის მიერ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფერწერის ეპოქა დაასრულა ნიუ იორკის სკოლამ და მიმდინარეობამ ART Informal (ინფორმალური ხელოვნება), რომ ამიერიდან, ხელოვნება თავის ფორმებს რეალური ცხოვრებიდან აიღებს. იგი წერდა: "რეალობის ვნებიანი თავგადასავალი განცალკევებით აღიქმება... ახალი რეალისტები ფერწერის სამყაროს განიხილავენ დიდ, ფუნდამენტურ ნამუშევრად, საიდანაც ისინი ფრაგმენტებს მიითვისებენ". ფრანგმა არტისტმა ივ კლაინმა (Yves Klein, 1928-1962) თავისი ლურჯი პერიოდის ანთროპომეტრია პირველად 1960-იან წლებში დადგა. მის მიერ ლურჯად შეღებილი სამი მოდელი ქალი, შიშველი სხეულებით ქაღალდის დიდ ზეწრებზე ლურჯ ანაბეჭდებს ტოვებდნენ. პროცესი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა - ეს იყო ოცნაწილიანი საორკესტრო ნაწარმოები, რომელიც მხოლოდ ერთი ნოტით სრულდებოდა. პერფორმანსი აშკარად სატირული კომენტარი იყო პოლოკის მოქმედების ფერწერაზე, რომლის პრეტენციოზულ ხასიათზე კლაინი წერდა: "მე არ მომწონს არტისტები, რომლებიც საკუთარ ფერწერაში იცლებიან. ისინი ისე გადმოაფურთხებენ ხოლმე ყოველ ჩამპალ სირთულეს, თითქოს თავს ითავისუფლებენ". მგრძნობიარე და გასართობი ჩვენებების ნაცვლად, მან შემოგვთავაზა ისეთი ნამუშევარი, რომლის შექმნა ხელის შეხებასაც კი არ საჭიროებდა. კლაინმა, თავისი 1960 წლის ნამუშევრით ნახტომი სიცარიელეში აითქვა სახელი. დამუშავებული ფოტო გვიჩვენებს არტისტს, რომელიც გაშლილი ხელებით კედლიდან პირდაპირ ქუჩაში ხტება, მის ქვემოთ კი მხოლოდ ტროტუარია. პირველად ეს ფოტო კლაინმა იმისთვის გამოაქვეყნა, რომ დაედასტურებინა მთვარეზე დამოუკიდებლად მოგზაურობის უნარის სახუმარო პრეტენზია. კიდევ ერთხელ ფოტო დაიბეჭდა პამფლეტში, რომელშიც ის გმობდა NASA-ს განცხადებას მთვარეზე ადამიანის გადასმის შესახებ და მას ამპარტავნულსა და სულელურს უწოდებდა. კლაინი ამტკიცებდა, რომ მისი ნამუშევრები მხოლოდ ანაბეჭდებად ხდებოდა ხილული, ამ ფოტოს შემთხვევაში, ნამუშევრად ტროტუარზე მისი ანაბეჭდი იქცა.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები