კლაინი მელანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლაინი მელანი

კლაინი მელანი - (1882 წლის 30 მარტი, ვენა 1960 წლის 22 სექტემბერი, ლონდონი ), ებრაული წარმოშობის ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი.

მელანი კლაინმა განავითარა ფროიდის თეორია ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ. ის მიიჩნევდა, რომ დაბალი ასაკის ბავშვებთან გამოყენების მიზნით, შესაძლებელია ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ადაპტირება. ამ შემთხვევაში, ბავშვის თამაშის ინტერპრეტაცია ზრდასრული ადამიანების გამონათქვამების ინტერპრეტაციის ექვივალენტს წარმოადგენს. „ობიექტი” არის კლაინის თეორიის ერთ-ერთი ცენტრალური ცნება, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა დაბალი ასაკის ბავშვებთან გამოყენების მიზნით ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე. ეს ტერმინი მიუთითებს როგორც ემოციური თვალასზრისით მნიშვნელოვან პიროვნებაზე (მაგალითად, დედაზე), ისე ამ პიროვნების ნაწილზე (მაგალითად, დედის მკერდზე) და მის (ამ ნაწილის) შინაგან ფსიქოლოგიურ რეპრეზენტაციაზე. კლაინი თვლიდა, რომ ბავშვის მიერ „ობიექტების” განცდა სიყვარულისა და სიძულვილის ძლიერ ინსტინქტურ გრძნობასთან არის დაკავშირებული. რადგან ბავშვს, თავიდან არ შეუძლია შერეული გრძნობების განცდა, მას ობიექტები ან უყვარს ან სძულს. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე „ობიექტი” (მაგალითად, დედა) აღძრავს ორივე ტიპის განცდას, ეს ობიექტი „გაიხლიჩება” კარგ და ცუდ ნაწილებად. მოგვიანებით, ბავშვს უვითარდება შერეული გრძნობების განცდის უნარი და, შესაბამისად, შეუძლია წარსულში გახლეჩილი ობიექტების გამთელება (ანუ, შეუძლია ერთსა და იმავე ადამიანთან დაკავშირებით, დადებითი და უარყოფითი გრძნობების განცდა). ასეთ დროს, მას უჩნდება სინანული იმის გამო, რომ ობიექტი წარსულში მხოლოდ უარყოფით გრძნობებს აღძრავდა. ამგვარ დინამიკას კლაინი უწოდებდა გადასვლას პარანოიდულ-შიზოფრენიული „პოზიციიდან” (იგი ამ ტერმინით განვითარების საფეხურებს აღნიშნავდა) დეპრესიულ „პოზიციაზე”.

კლაინის თეორიის დეტალების შეჯამება ადვილი არ არის. ასევე ძნელია მათი უკრიტიკოდ მიღება, მაგრამ მისმა ზოგადმა მიდგომამ ბავშვის თერაპიის მიმართ და ობიექტის ცნებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე. კლაინის თეორიის ზოგადი მონახაზი სიგალთან არის მოცემული (Segal, 1963), ხოლო ტექნიკა, რომელსაც ის ბავშვების ანალიზისას იყენებდა,მისსავე ნაშრომშია წარმოდგენილი (Klein, 1963).

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები