კლაპროთი იულიუს ფონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იულიუს ფონ კლაპროთი – (11 ოქტომბერი 1783, ბერლინი – 28 აგვისტო 1835, პარიზი), გერმანელი ლინგვისტი, ორიენტალისტი. 1807-იდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსტრაორდინარული აკადემიკოსი. 1807-08 წ. მოვლინებული იყო კავკასიაში ფილოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული კვლევისათვის. მისი მოგზაურობა აღწერილია წიგნში „მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში“ (ტ. I, 1812, ტ. II. 1814) და სხვ. შრომებში. 1825-იდან კლაპროთი პარიზში მუშაობდა. გარდაიცვალა იქვე.

თბილისში კლაპროთი იყო 1808 წლის იანვრიდან ივნისამდე. ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე იმოგზაურა არაგვისა და მტკვრის სათავეებში, მტკვარსა და იორს შორის მდებარე რაიონებში, იყო ლეკების მადევარ ქართველ ფეოდალებთან ერთად ლიახვის ველზე, აგრეთვე საქართველოს სამხედრო გზაზე. თბილისის ქართველი საზოგადოება ყოველნაირად ცდილობდა დახმარებოდა მას მეცნიერულ კვლევაში. 14 ივნისს კლაპროთი გაემგზავრა მოსდოკს, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ფარულად მოიარა მცირე და დიდი ყაბარდო და ჩავიდა რაჭაში ონამდე. თავის ნაშრომში იგი აღწერს თბილისს, იძლევა ისტორიულ ნარკვევს, ექსკურსს საქართველოს მთიელებზე, საქართველოსთან ოსეთის დამოკიდებულებაზე და სხვ. 1827 გამოსცა ქართულ-ფრანგული და ფრანგულ-ქართული ლექსიკონი (4000-მდე სიტყვა). ლექსიკონი წარმოადგენს პირველ ნაწილს შრომისა „ენის ლექსიკონი და გრამატიკა“. კლაპროთმა დაიწყო ქართული გრამატიკის ბეჭდვაც, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ დაამთავრა მ. ბროსემ.

გ. თოფურია


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია. თბ., 1965.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები