კლარნეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლარნეტი [გერმ. klarinette, ფრანგ. clarinette, იტალ. clarinetto ლათ. მკაფიო (ბგერა)], მუსიკალურ საკრავი მიეკუთვნება ხის სასულე საკრავთა ოჯახს. წარმოიშვა სალამურისგან. თანამედროვე კლარნეტს შავი ეკალმუხისგან, აბანოზის ხის ან ებონიტისაგან ამზადებენ. საკრავის ზემო ნაწილში ნისკარტისებური, ირიბად თავწაჭრილი სატუჩეა (მუნდშტუკი), რომელზეც მიმაგრებული ლერწმის თხელი ფირფიტა მთლიანად კეტავს ჰაერის ჩასაბერ ხვრელს. სატუჩეს ეკვრის პატარა კასრი. კლარნეტის ტანზე მოთავსებულია ყველა სახმო და სათითური. საკრავი თავდება ყელმილით. დიაპაზონია მცირე ოქტავის მი-დან მე-3 ოქტავის სოლ-ამდე. კლარნეტის თანამედროვე ნაირსახეობებია: პიკოლო(Es, D), სოპრანო(B,A), ალტის(Es) და ბანის (B) კლარნეტები.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები