კლასიკოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლასიკოსი − (ლათ. classicus − პირველხარისხოვანი), აღიარებული შემოქმედი, დიდი მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი, არქიტექტორი, ან ხელოვნების სხვა დარგის ოსტატი, აგრეთვე მეცნიერებისა და ფილოსოფიის გამოჩენილი მოღვაწე.

კლასიკოსთა ნაწარმოებები ან ნაშრომები საუკუნეობით ინარჩუნებენ თავიანთ მნიშვნელობასა და ღირსებას.

კლასიკოსი მწერლის ნაწარმოები, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული მხატვრული ღირსებით ხასიათდება, განმსჭვალულია თავისი დროის მოწინავე იდეებით და თვალსაჩინო ან განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისი ხალხის ცხოვრებისა და კულტურის განვითარებაში.

ქართველი კლასიკოსები არიან: შ. რუსთაველი, ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გ. ტაბიძე, გ. გაბაშვილი, ზ. ფალიაშვილი და სხვ.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები