კლასიკური გლინტვეინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლასიკური გლინტვეინი
0,75 ლ წითელი ღვინო;
1/3 ჭიქა წყალი;
მუსკატის კაკალი გემოვნებით;
6-7 ცალი მიხაკი;
1 ს/კ შაქარი.
ავიღოთ მიხაკი, დაფქული მუსკატის კაკალი, ჩავყაროთ ყავადანში, დავასხათ 1/3 ჭიქა წყალი, ავადუღოთ და ვხარშოთ 1 წუთის განმავლობაში. ნახარში უნდა დავაყენოთ 10 წუთით. ღვინო ჩავასხათ ქვაბში და შემოვდგათ ცეცხლზე. როდესაც ღვინო გათბება, ჩავასხათ მასში მომზადებული ნახარში, 1 ს/კ შაქარი და გავაცხელოთ (ღვინო არ უნდა წამოდუღდეს, უმჯობესია გაცხელებისთანავე ცეცხლიდან გადმოვიღოთ). გლინტვეინი მომზადების შემდეგ ჩავასხათ კერამიკულ ჭურჭელში და მივიტანოთ მაგიდასთან.