კლასიკური ლიტერატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლასიკური ლიტერატურა − თავდაპირველად ეწოდებოდა ანტიკურ ბერძნულ და რომაულ ლიტერატურას რომელიც აღორძინების ხანიდან ევროპაში სანიმუშოდ, უნაკლოდ ითვლებოდა. შემდეგ ეს ტერმინი თანდათან უფრო ფართო შინაარსს დაუკავშირდა: ყველა ხალხისა და ეპოქის პირველხარისხოვანი ლიტერატურის, დიდ მწერალთა შემოქმედების საერთო სახელწოდებად იქცა.