კლასტერი (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლასტერი - (cluster) - ურთიერთდამოკიდებული კომპანიების ჯგუფი (მწარმოებლები, მიმწოდებლები და სხვ.) და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები (სახელმწიფო მართვის ორგანოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინფრასტრუქტურის კომპანიები და ა.შ.), რომლებიც მართალია ფუნქციონირებენ სხვადასხვა სფეროში, მაგრამ სიმბიოზურ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. კლასტერები მაღალტექნოლოგიური პარკებია (მათ ტექნოპარკებსაც უწოდებენ), რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში. ამჟამად მსოფლიოში მაღალტექნოლოგიური წარმოებით პირველ ათეულში შედიან: ფინეთი, აშშ, შვედეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, ნიდერლანდი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და სინგაპური. მათ მოჰყვება ჩინეთი და ინდოეთი. რაც შეეხება რუსეთს, სამეცნიერო პოტენციალის საკმაოდ მაღალი დონის მიუხედავად, მას მაღალი ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ 1%-მდე უჭირავს. ტექნიკურ მიღწევათა ინდექსის მიხედვით საქართველოში არსებული მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნები დაყოფილია ხუთ ჯგუფად: ლიდერები (სულ 18 ქვეყანა),

პოტენციური ლიდერები (სულ 19 ქვეყანა), ტექნოლოგიების დინამიკურად დამნერგავი ქვეყნები (სულ 26 ქვეყანა), მარგინალური ანუ ზღვართან მისული ქვეყნებისულ (9 ქვეყანა) და დანარჩენი ქვეყნები. ამ ყველაზე ჩამორჩენილ ჯგუფშია საქართველოც, ანგოლასთან, ბანგლადეშთან, გვინეასთან, უგანდასთან და ამ დონის სხვა ქვეყნებთან ერთად.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები