კლასტერი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლასტერი – (ინგლ. cluster – მტევანი, გროვა, ბგერათა გროვა), – თანახმიანობა, რომელიც მიიღება მცირე და დიდი სეკუნდების ერთდროული ხმოვანებით (ჰ. კაუელის ტერმინი). კლასტერები ორი სახისაა: 1. შეკუმშულად განლაგებული აკორდები, 2. სონორული ბგერითი კომპლექსები. კლასტერის პირველ ნიმუშად ითვლება ქარიშხლის სცენა ჯ. ვერდის ოპერაში „ოტელო“. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება XX ს. II ნახ. მუსიკაში.