კლდე (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლდე – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 980-1110 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 9 კმ მანძილზე, თემის ცენტრი, მასში შედის სოფელი წნისი. 1950-იან წლებში ვაზი სამარიობოსა და თეთრი ხარისთვალას ცალკეული ეგზემპლარები იყო შემონახული. სახელი ადგილის ოროგრაფიულ პირობებს უკავშირდება. მოსახლეობის რიცხონობა 939 (2002).