კლებადი უკუგების კანონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლებადი უკუგების კანონი - (decreasing returns law of), კანონი, რომელიც გამოხატავს ურთიერთდამოკიდებულებას ცვალებად დანახარჯებსა და წარმოების მოცულობას შორის. წარმოების მოცულობის გარკვეული მიჯნის იქით ცვალებადი დანახარჯები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე პროდუქციის მოცულობა, ე.ი. პროდუქციის დამატებითი ერთეულის წარმოებაზე ცვალებადი დანახარჯების ყოველი დამატებითი ერთეული ნაკლებ პროდუქციას იძლევა. წარმოების დანახარჯებსა და შედეგებს შორის ეს ურთიერთდამოკიდებულება გამოიხატება კლებადი უკუგების კანონით.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები