კნიაჟნინი იაკოვ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იაკოვ კნიაჟნინი − (რუს. Я́ков Бори́сович Княжни́н. 1740-1791), რუსი დრამატურგი, მე-18 საუკუნის განმანათლებლური კლასიციზმის წარმომადგენელი. ტრაგედიები: „დიდონა“, „ვლადიმირი და იაროპოლკი“, „როსლავი“, „ვლადისანი“, „სოფონიზბა“, „ვადიმ ნოვგოროდელი“ (ეს პიესა დაწვეს ეკატერინე II-ის ბრძანებით; ხელახლა გამოქვეყნდა თითქმის ერთი საუკუნის გასვლის შემდეგ). კომედიები „ტრაბახა“, „შერეკილები“ (და სხვ.).