კოალიციური შეიარაღებული ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოალიციური შეიარაღებული ძალები - ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს შეიარაღებულიძალების დროებითი გაერთიანება ერთიანი სარდლობის დაქვემდებარებაში ერთობლივი თავდაცვის, კოალიციური ომის წარმოების ან კოალიციის მიზნების სხვა ხერხებით (სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის, ძალის დემონსტრაციის და ა.შ.) მისაღწევად.
ჩვეულებრივ, კოალიციური შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შეჰყავთ ეროვნული ძალების ნაწილი. კოალიციური შეიარაღებული ძალების არსს განსაზღვრავს კოალიციის ხასიათი, სამხედრო-პოლიტიკური მიზნები, რომლებსაც იგი ისახავს.