კობაიძე ალექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალექსი კობაიძე – დაიბადა 1950 წლის 28 დეკემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1979). სამხედრო სამსახური (1970-1972).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე (1972-96).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, №3.14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, სასამართლო რეფორმის ქვეკომისიის თავმჯდომარე, აგრარული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.