კობახიძე შალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შალვა კობახიძე – (1913–2005), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1975), დაიბადა სოფელ როდინაურში (ზესტაფონის რაიონი); 1950 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში - ჯერ ფილოსოფიის კათედრაზე, შემდეგ - პოლიტოლოგიის ინსტიტუტში.
თხზულებები
- „Некоторые проблемы категории закона и источника развития" (Тбилиси, 1977);
- „მატერიალისტური დიალექტიკის ძირითადი კანონები“ (თბილისი, 1980);
- „თავისუფლება: ნამდვილი და მოჩვენებითი“ (თბილისი, 1987).