კობრების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კობრების გვარი – Cyprinus Linne 1758

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი:კობრისებრნი

თევზების გვაროკობრისებრთა ოჯახისა. ორი წყვილი ულვაში აქვს. ხახის კბილები საღეჭი, სამმწკრივია 1.1.3-3.1.1. (იშვიათად 1.2.3-3.2.1) ბრტყელი დაღარული. (დაკვალული) გვირგვინით. ქერცლი მსხვილია. ზურგის ფარფლი გრძელია და აღჭურვილია დაკბილული ძვლოვანი სხივით; მასში სხივების რაოდენობა ასეთია III-IV 11-22. ანალური ფარფლი მოკლე, 5-6 დატოტვილი სხივით და დაკბილული ძვლიანი სხივით. გვერდითი ხაზი სხეულის შუაზე გასდევს და მასზე 26-39 ქერცლია. ქალას და თავის გვერდების ძვლები მოქანდაკებულია. თვალბუდის ზემოთ მდებარე მგრძნობიარე არხი ყურის ფრთისებური ძვლის არეში თვალბუდის უკანა არხს უერთდება. ნაწლავის მილის სიგრძე სხეულის სიგრძეს 2,5-3-ჯერ სჭარბობს (ახალგაზრდებს, რომელთა სიგრძე 1,5 სანტიმეტრია, ნაწლავი სხეულის სიგრძის ტოლი აქვს). შეიცავს სამ სახეს.

გავრცელებულია ევროპაში და ჩრდილო აზიაში. საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია ერთი სახე – კობრი


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები