კოგანი ლეონიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეონიდ კოგანი – (14 ნიემბერი 1924, ეკატერინოსლავი, ახლანდელი დნეპროპეტროვსკი – 17 დეკემბერი 1982), მევიოლინე და პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1966).

1948 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. (ა. იამპოლსკის კლ.), 1944-იდან იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი. XX საუკუნის მეორე ნახევრის სავიოლინო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, არტისტ-ვირტუოზია. მისი მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნაწარმოებებს. 1952-იდან კოგანი მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია (პროფ. 1963). მისი მოწაფეა ნანა იაშვილი.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები