კოდიფიკაცია და თეატრალური პირობითობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოდიფიკაცია და თეატრალური პირობითობა – ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოები შეიცავს ფარულ კოდებს (ინფორმაციულ სიგნალებს), რომელთა აღქმა ხორციელდება ქვეცნობიერად ან არაცნობიერად, ხელოვანის განწყობის უშუალო გაზიარების შედეგად. თეატრალური პირობითობა კი თავისთავად გულისხმობს მაყურებელთან კოდების ცნობიერ შეთანხმებას მხატვრული რეალობის გათვალისწინებით. კოდების ასეთი რიტუალიზაცია ტრადიციულია აღმოსავლური თეატრისათვის, დაინერგა დასავლეთშიც მოდერნიზმის გავლენით. კოდების მრავალფეროვნება (სიმბოლო, მეტაფორა, გროტესკი, პარაბოლა და სხვ.) თავისთავად მეტყველებს მათ მნიშვნელობაზე თანამედროვე თეატრში.