კოდროსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოდროსი – (ბერძნ.) ატიკის უკანასკნელი მეფე.
გადმოცემათა თანახმად, როდესაც ატიკას თავს დაესხნენ დორიელები, დელფოს ორაკულმა განაცხადა: „მტერი ვერ ჩაიგდებს ხელში ათენს, თუ მისი მეფე დაიღუპება“. მათხოვრის სამოსში გადაცმული ათენის მეფე კოდროსი მტრის ბანაკს მიუახლოვდა და უაზრო ჩხუბი წამოიწყო. დორიელმა მეომრებმა „ათენელი მათხოვარი“ სიცოცხლეს გამოასალმეს. ორაკულის სიტყვა გამართლდა. მტერმა ვერ დაარბია ქალაქი. მალე ატიკაში სამეფო ხელისუფლება ევპატრიდების (არისტოკრატების) მმართველობით შეიცვალა: კოდროსის შემდეგ მეფობის ღირსი აღარავინ ეგულებოდათ ათენელებს.