კოზლოვსკი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე კოზლოვსკი

ივანე კოზლოვსკი – (11. III. 1900, მარიანოვკა, ბელაია-ცერკოვის მახლობლად, კიევის ოლქი − 21. XII. 1993, მოსკოვი), რუსი მომღერალი (ლირიკული ტენორი) სსრკ სახალხო არტისტი (1940). 1924-იდან ხარკოვის, 1925-იდან სვერდლოვსკის საოპერო თეატრების, 1926-54 სსრკ დიდი თეატრის სოლისტი. ლამაზი ტემბრის ხმა, მაღალი მხატვრული გემოვნება და დრამატული ნიჭი მას საშუალებას აძლევდა შეექმნა სრულყოფილი ვოკალურ-სცენური სახეები: სალოსი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), ლენსკი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ლოენგრინი (ვაგნერის „ლოენგრინი“), ალფრედი (ვერდის „ტრავიატა“) და სხვ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. მრავალგზის გამოსულა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები