კოთხუჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Acorus.PNG

კოთხუჯი — Acorus calamus L. კოთხუჯს სამეგრელოში ჯარკვატანას ეძახიან, სულხან-საბა ორბელიანი კი ეგირს უწოდებს. მიეკუთვნება ნიუკასებრთა— Araceae-ს ოჯახს. მრავალწლიანი ბალახოვანი, 50—120 სმ სიმაღლის მცენარეა. მისთვის დამახასიათებელია ჰორიზონტალურად მდებარე მსხვილი, გრძელი მხოხავი ფესურა, ქვემოდან წვრილი ფესვებით; ფესურა გარედან რუნი ან მომწვანოა, შიგნით კი — თეთრი. ღერო 50—100 სმ სიმაღლისაა, სამ წახნაგოვანი, ცალ მხარეზე ღარიანი. ფოთლები ხაზურ-ხმლისებრია, ხასიათდება მკვეთრად გამოსახული შუა ძარღვით. ყვავილედი ტაროს ფორმისაა, 4—12 სმ სიგრძის, ცილინდრული ან კონუსური, ბოლოში შევიწროვებული და განზე გადახრილი; ყვავილები მომწვანო-ყვითელია, ორ სქესიანი; ყვავილსაფრის ფოთლები მოგრძოა, თავში გასქელებული და შიგნითკენ გადაღუნული.

იზრდება ჭაობებში, მდინარისა და ტბების ნაპირებზე, ნესტიან ადგილებში, უმთავრესად ზღვის პირას. კოთხუჯი ევროპაში თურქეთიდანაა შემოტანილი, მრავლდება ვეგეტატიურად. საქართველოში გავრცელებულია: სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში; ყოფილ საბჭოთა კავშირის შუა სარტყელში, ყაზახეთში, ციმბირში.

ფესურები შეიცავენ: ეთერზეთებს, გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

კოთხუჯის ზეთი გამოიყენება უმთავრესად მედიცინაში; ლიქიორის, სპირტისა და სხვა წარმოებაში, მისი გამოყენება რეკომენდებულია მცენარეთა დაცვაში. საზღვარგარეთელი მეცნიერების მონაცემებით, კოთხუჯის ფესურები ტოქსიკურად მოქმედებენ თუთის აბრეშუმხვევიას კვერცხებსა და მატლებზე, როგორც კონტაქტური და შინაგანი მოქმედების წინსექტიციდი. ვ. მირონოვის მონაცემებით, ფესურებისაგან დამზადეწბული ფხვნილი ტოქსიკურია ბუზების, კოღოებისა და ზოგიერთი ტკიპის წინააღმდეგ.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები