კოკონცხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოკონცხა

კოკონცხა (იმერ.) - წვრილძირიანი კონუსური ფორმის გოდორი, რომელიც გამოიყენება ჭაჭიანი ჭურიდან ღვინის ამოსაწურად. იწვნება გათლილი თხილის ტკეჩებისგან. ღვინის გადაღებისას როცა ფსკერისკენ ჩასული ჭაჭის მასა ორშიმოს აღარ უშვებს სიღრმეში, მაშინ ჭაჭაში ჩადებენ კოკონცხას, მაგრად დააწვებიან და მასში შესულ წვენს პატარა ორშიმოთი ამოიღებენ.

ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები