კოლაელ ყრმათა წამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„კოლაელ ყრმათა წამება" — (IX ს.) ანონიმური ჰაგიოგრაფიული თხზულება. მასში აღწერილია საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ადრეული ხანა (არაუგვიანეს VI საუკუნისა). მოქმედება ხდება ტაოში, მტკვრის სათავეში, კოლად წოდებულ ხევში. ქრისტიანები და წარმართები ერთ სოფელში ცხოვრობენ, მათი ბავშვებიც ერთად თამაშობენ. წარმართთა ცხრა ბავშვი, 7-9 წლისა, მშობელთაგან ფარულად მოინათლა. ეს რომ გაიგეს, „უღმერთოთა მათ მშობელთა მათთა განუხეთქნეს თავნი და განტვინნეს იგინი“. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ VI საუკუნეში წარმართობა ალაგ-ალაგ ჯერაც საკმაოდ ძლიერია. სოფელში ქრისტიანნი წარმართებზე მცირენი არიან, ისინი მშვიდობიანად მეზობლობენ. ქრისტიანებს აქვთ ეკლესია, ჰყავთ მღვდელი, ღვთისმსახურებასაც ასრულებენ, მაგრამ აკრძალულია ქადაგება და გავრცელება ქრისტიანობისა. წარმართთა შიშით მღვდელი ბავშვებს ღამით ნათლავს. ნაწარმოები მცირე ზომისაა, თხრობა ლაპიდარულია, მშრალი, ფაქტობრივი და მხოლოდ ზოგან არის მოხმობილი მხატვრული საშუალებები.

თხზულება თარგმნილია რუსულად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები