კოლექტიური არაცნობიერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოლექტიური არაცნობიერი კაცობრიობის ფილოგენეტიკური განვითარების შედეგად წარმოშობილი, მემკვიდრეობით გადმოცემული გამოცდილება და მეხსიერება. არაცნობიერი კოლექტიური ეყრდნობა არქეტიპებს ქცევის ზოგად აპრიორულ სქემებს და მონაწილეობს ადამიანის ცხოვრებაში ცნობიერთან და პირად არაცნობიერთან ერთად. არაცნობიერი კოლექტიური საფუძვლიანად გამოკვლეულ იქნა კ. იუნგის მიერ.
მ. გეგია