კოლექტიური უსაფრთხოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლექტიური უსაფრთხოება - მთელი მსოფლიოს ან ამა თუ იმ რეგიონის სახელმწიფოების ერთობლივ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებას ემყარება და მიმართულია საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში მთავარია მონაწილე სახელმწიფოების ურთიერთდახმარების ვალდებულება - ერთობლივად იმოქმედონ აგრესიის საფრთხის აღსაკვეთად, თითოეულმა მათგანმა თავის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიად მიიჩნიოს სხვა სახელმწიფოს თავდასხმა ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეზე. შესაბამისად, სამხედრო და სხვა დახმარება გაუწიოს აგრესიის მსხვერპლს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები