კოლონკელისძე საღირ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საღირ კოლონკელისძე - ჰერეთის ერისთავი 1177-1184 წწ-ში. გიორგი III-ის მტრობაში შემჩნეულ და ორბელთა ამბოხის მონაწილე კოლონკელისძეთა სახლის წარმომადგენელი. ჰერეთის ერისთავი საღირ კოლონკელისძეს მეტოქეობას უწევდა ადგილობრივ ჰერ დიდებულთა ნაწილი, მათ შორის გრიგოლისძეთა საგვარეულო სახლი. მაგრამ თამარის მეფობის დასაწყისში ჰერეთის ერისთავობა ისევ კოლონკეისძეთა სახლს დარჩენია. თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, როგორც ჩანს, მეფის მხარდაჭერით, ასათ გრიგოლისძემ საღირ კოლონკელისძეს ჰერეთის ერისთავობა წაართვა.
წყარო
ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 19, 34.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში