კოლორატურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლორატურა – (იტალ. coloratura სიტყვასიტყვით – სამკაული ლათ. coloro – ვამკობ, ვალამაზებ), ვოკალური პარტიის ვირტუოზული, ტექნიკურად რთული პასაჟები და მელიზმები. ვოკალურ მუსიკაში დამკვიდრდა შუა საუკუნეებში. კოლორატურას კომპოზიტორები ნაწილობრივ მიუთითებდნენ ნოტებში, ნაწილობრივ მომღერალთა იმპროვიზაციით იქმნებოდა. ზოგიერთი კომპოზიტორი კოლორატურას იყენებდა მხატვრული გამომსახველობის საშუალებად (ვ. მოცარტი, ჯ. როსინი, ლ. დელიბი, ჯ. ვერდი, რ. შტრაუსი, მ. გლინკა, ნ. რიმსკი-კორსაკოვი).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები