კოლხეთის კვირჩხლა
კოლხეთის კვირჩხლა – Phoxinus phoxinus colchicus Rerg 1910
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი Leuciscidae
კოლხეთის კვირჩხლა მტკნარი წყლის სხივფარფლიანი თევზის სახეობაა, რომელიც Leuciscidae-ს ოჯახს მიეკუთვნება. კოლხეთის კვირჩხლა Phoxinus phoxinus -თან ახლო დგას. მაგრამ მისგან განსხვავდება კუდის ღეროს უფრო მეტი სიმაღლითა და გვერდებიდან მეტად შებრტყელებით. სხეულის უმცირესი სიმაღლე კუდის ღეროს სიგრძის 42-46% შეადგენს. კუდის ღეროს სისქე მისივე ფუძესთან (ე. ი. ანალური ფარფლის ფუძის უკანა ბოლოსთან) სხეულის უმცირეს სიმაღლეზე ყოველთვის ბევრად ნაკლებია, კუდის ფარფლი ტიპიურ Phoxinus-თან შედარებით ბევრად ნაკლებადაა ამოკვეთილი. მუცელი, მუცლის ფარფლების წინ ან მთლიანად ქერცლითაა დაფარული, ან მკერდის ფარფლების ფუძეთა შორის მცირე შიშველი მანძილია; უკანასკნელ შემთხვევაში ლაყუჩის ხვრელის ქვედა კიდის გასწვრივ ორივე ქერცლის ზოლი აქვს. სხეულის სიმაღლე სხეულის სიგრძის (უკუდოდ) 21- 26%/-ს შეადგენს. შეფერილობით ტიპიურისაგან არ განსხვავდება. სიგრძით 82 მილიმეტრამდე აღწევს.
შეფერილობა ჭრელია; სხეულის გვერდებზე დიდი ზომის მკრთალი ლაქები აქვს, რომლებიც ზოგჯერ გასწვრივი მწკრივის სახეს ღებულობს, წვრილი მკაფიოდ გამოხატული წინწკლები არა აქვს. სქესმომწიფებულ მამლებს თავზე ბორცვაკები უვითარდებათ. სხეულის შეფერილობა მეტად ცვალებადია; ტოფობის დროს მამლებს მუცელი და პირის უკანა კიდეები, ზოგჯერ ფარფლების ნაწილიც უწითლდებათ.
გავრცელება.
გავოცელებულია შავი ზღვის სანაპიროს მდინარეებში გელენჯიკიდან მოყოლებული ბათუმამდე. მოიპოვება აგრეთვე სურანჯასა და სამხრეთ აღმოსავლეთ ბულგარეთში.
კოლხეთის კვირჩხლას გავრცელების არეალი თითქმის უწყვეტია. მას სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.