კომახიძე დუგლას
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დუგლას კომახიძე – ქართველი პოეტი, პროზაიკოსი. დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს, ჩოხატაურის რაიონის სოფელს სამებაში. სამების რვაწლიანი სკოლის შემდეგ დაამთავრა ჭიჭიკო ბენდელიანის სახელობის გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, ბუღალტრის სპეციალობით.
როგორც ქორეოგრაფს მინიჭებული აქვს ლაურეატის წოდება. ჩოხატაურის რაიონის ქორეოგრაფიის სკოლაში წლების განმავლობაში ასწავლიდა ქორეოგრაფიულ ხელოვნებას.
დუგლას კომახიძე სამი წიგნის (ლექსები და ესეისტური ჩანახატები) ავტორია. სამივე წიგნი გამოცემულია ერთი სათაურით – „მოფერებას ნუ დამიშლი“ (2012, 2015, 2019).