კომახიძე თეონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეონა კომახიძე

კომახიძე თეონა — (1989), პოეტი. დაიბადა ლანჩხუთში. 2006 წელს დაამთავრა სოფელ სუფსის საშუალო სკოლა. 2010 წელს კი — თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტი. არის ხელოვნებათმცოდნე. 2010 წელს მისი ლექსები დაიბეჭდა „ლიტერატურულ პალიტრაში” და „ჩვენს მწერლობაში”.


შოკოლადი
მე დამავიწყდა იმის მოყოლა,
რომ ჩვენ გაგვყოფდნენ როგორც შოკოლადს.
ამიტირდები... და დავეცემით,
დაგველეწება ფრთები და ძვლები,
დაარბიე, დაო, სხეული,
შენი კანია შენი საკანი,
დაარბიე, დაო, სხეული,
ჩემი სულის მორევს შეუერთდი.
ჩვენ გვიყვებოდნენ უცნაურ ზღაპრებს
და დღეს მე ვაფრენ,
შენ ოცნებებში ბედნიერობდი
და სამყაროში წვიმად ცხოვრობდი.
ვერ მოვიცალე მეთქვა, დამთავრდა,
ჩემი ნაწნავების დაფნა,
ჩემს გულს ატმის ნაყოფში სძინავს,
შენ ჩიტის სხეული გმოსავს.
მე დამავიწყდა იმის მოყოლა,
რომ ჩვენ გაგვყოფდნენ როგორც შოკოლადს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები