კომახიძე ხარიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარიტონ (ხასან) კომახიძე – (1883-1957), ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1883 წელს, ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში. მას კლასიკური განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ ქართულ წერა-კითხვას სრულყოფილად იყო დაუფლებული.

თავის წიგნში („ფუხარას სიტყვა“) ის გადმოგვცემს: „…იმ დროს სკოლები არსად იყო. არსებობდნენ მხოლოდ მეჩეთებთან მედრესეები, სადაც სწავლობდნენ არაბულ ენაზე ლოცვებს.

წერა-კითხვის შესწავლის სურვილი მაინც დიდი დარჩა ჩემში და 43 წლისამ შევედი მუშათა ფაკულტეტზე ბათომში, სადაც გავეცანი ცხოვრების ავ-კარგს… დამაინტერესა მწერლობამ და სურვილი დამებადა შეძლებისდაგვარად ამეწერა აჭარის ცხოვრება“

ხარიტონ კომახიძე აღიარებულ სახალხო მთქმელად ითვლებოდა. იმ პერიოდის ლიტერატურული ცხოვრების შუაგულშიც იდგა. მისი უშუალო თაოსნობით და ხარჯით, 1925 წელს გამოვიდა ბათუმში მოღვაწე ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფის ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი „პონტოსი“. მასში სხვებთან ერთად ვანიონ დარასელიც თანამშრომლობდა.

ხარიტონ კომახიძემ თავისი მრწამსი ნათლად გადმოსცა წიგნში „ფუხარას სიტყვა“ (გამოიცა 1928 წელს). იგი უპირველესად მაინც თავისი პოეტური სიტყვით, ხალხური მელექსეობით ფასდება. დიდი ინტერესით იკითხება მისი ლექსები: „ზამთარი“, „მოწაფის სიმღერა“, „ბეგების სიმღერა“, „ოსმანის სიტყვა“ და სხვ.

წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები