კომბალი (ხელსაწყო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხეზე როგოს ასატანი მოწყობილობები: კომბალი, ჭაპანი თოკი და მახარა
(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო” ექსპოზიციიდან)

კომბალი – მსხვილთავიანი ერთგვარი მძიმე საგანი, რომელიც ხეზე როგოს ასატანად გამოიყენებოდა.

იგი მძიმე ხისაგან იყო გამოთლილი და ერთ მხარეს წვრილი თოკი ჰქონდა გამობმული. წინასწარ შერჩეულ ხეზე, რომელზედაც სკის გაცოცხლების მიზნით ცარიელი როგო უნდა დაედგათ, კომბალს ისე გაიქნევდნენ, რომ იგი ხის ტანზე ზემოდან გადასულიყო. კომბალს მასზე მიბმული წვრილი თოკი გადაყვებოდა. იგი საკმაოდ გრძელი უნდა ყოფილიყო, მისი ერთი ბოლო ძირში მყოფს, ვინც კომბალს შეიქნევდა ხეზე, ეკავა, ხოლო მეორე ბოლო, რომელზეც კომბალი იყო მიბმული, ხის ტანზე ზემოდან გადაივლიდა და ძირს დავარდებოდა, ძირამდე ჩასწვდებოდა. ამ წვრილ თოკზე ჭაპან თოკს – მსხვილ თოკს წააბამდნენ და ეხლა ხის ტანზე ჭაპან თოკს გადაატარებდნენ. ამ მსხვილი თოკის დახმარებით ხეზე კაცი ადიოდა, რომელიც ბლოკს – მახარას თან წაიყოლებდა. ხეზე ასული მახარას ხის ტოტზე ჩამოაბამდა, მასში ჭაპანს ისე გაატარებდა, რომ თოკის ორივე ბოლო ძირში ყოფილიყო. ამ მსხვილი თოკის ერთ ბოლოზე როგოს ჩააბამდნენ, ხოლო მეორე ბოლოს თავისკენ მოსწევდნენ, დაქაჩავდნენ. ჭაპანი თოკი მახარაზე მოძრაობდა და მის ერთ ბოლოზე მიბმული როგო, როცა ჭაპანის მეორე ბოლოს ქვემოდან ექაჩებოდნენ, ხეზე აჰქონდათ. ბოლო პერიოდში, როცა ქარხნული წარმოების თოკები უფრო მრავალფეროვანი გახდა, როგო ხეზე კომბალზე გამობმული მაგარი თოკით აჰქონდათ, ანუ ჭაპანი თოკი საჭირო აღარ იყო.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები